სკოლის სიახლეები
აქტივობა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული #24 საჯარო სკოლის მე-4_ბ კლასი ურეკში გამართულ ფესტივალზე ,,მზიანი საქართველო“ საუკეთესოდ წარსდგა და ჟიურის გამორჩეული ნომინაცია ხვდა წილად. (კლასის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული პედაგოგი,ი.გოგებაშვილის მედალოსანი ლიანა ბედინაძე)

ფესტივალზე მოსწავლეებმა ხატოვნად და არტისტულად წარმოადგინეს რ.ინანიშვილის ,,ზეიმი სხვენში“.პატარა მსახიობების დამაჯერებლობამ,საოცარი გარდასახვის ნიჭმა,არტისტიზმმა და დახვეწილმა სცენარმა ჟიურისა და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და სპექტაკლმა ერთ-ერთ გამორჩეულ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება-,,ყველაზე ორიგინალური ინსცენირება“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ფესტივალში მეორედ მონაწილეობდა.ფესტივალის მეორე დღეს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელმაც ასევე,საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. ორიგინალური ნომინაცია მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ბათუმში ხალისიანი გასეირნებით დააგვირგვინეს.

ფესტივალის ულამაზესი დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებად  დარჩება ყველა მონაწილის გულში.

ლიანა ბედინაძე-2014 წ. 9-11 მაისი. ურეკი.

 

skola24.geskola24.geskola24.geskola24.geskola24.geskola24.ge

skola24.geskola24.geსწავლა უფრო სახალისო რომ გავხადოთ!

14 თებერვალს პედაგოგებმა: თეა ტყეშელაშვილმა  და ეკა ქავთარიამ VII კლასებს შორის ჯეო-კლასში ჩაატარეს ვიქტორინა-კონკურსი ისტორიაში. სასწავლო პროცესის  საინტერესოდ, სახალისოდ, კონკურენტულად, ინტელექტუალური ფიქრისა და აზროვნების განსავითარებლად მეორე წელია, რაც ასეთი კონკურსი ეწყობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე - თეა ტყეშელაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. მოსწავლეები ხალისითა და აზარტით ერთვებიან ღონისძიებაში და ივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა: გუნდური თანამშრომლობა, ჯანსაღი კონკურენცია, ექსტრემალურ სიტუაციაში ცოდნის მობილიზება და სწორი არჩევანის გაკეთება, ლოგიკური მსჯელობა და დასკვნების გამოტანა...
მოსწავლეებმა გამოავლინეს, როგორც საპროგრამო მასალის, ისე ზოგადინტელექტუალური ცოდნა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი უნარი. I ტურში მონაწილეობას იღებდა ოთხივე მეშვიდე კლასი, II ტურში გადავიდა VII-ა და VII-დ კლასები, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. მომდევნო ტური გაიმართება მაისში, სადაც გამოვლინდება 24-ე სკოლის ყველაზე წარმატებული VII კლასი - ისტორიაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ელოდებიან საფინალო ასპარეზობას.skola24.geskola24.ge
გიწვევთ

skola24.ge

skola24.ge

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო.

skola24.geბავშვებო, კარგად უნდა მოხდეს იმ ზიანის და უარყოფითი შედეგების გააზრება, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში არამიზნობრივი (ცრუ გამოძახების, ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, გართობის ან დროის გასაყვანად) ზარის განხორციელებას მოჰყვება:

 

გიწვევთ
skola24.ge5 სექტემბერი 17 საათი
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, 
ჯავახიშვილის N7
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, სოფიო მორჩილაძის წიგნის - „სოფიო - ცხოვრების დაუსრულებელი წიგნი“, პრეზენტაცია.
skola24.ge15 ივნისს ჯეოკლასში ჩატარდა ისტორია-გეოგრაფიის ვიქტორინის II ტური. მერვე კლასებს შორის  საუკეთესო გუნდის გამოსავლენად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ორი ნახევარფინალისტი, VIII-ა და VIII-ბ კლასის გუნდები. საკმაოდ დაძაბული, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,  VIII-ა კლასის გუნდმა მინიმალური სხვაობით შესძლო I ადგილზე გასვლა.
skola24.ge2013 წლის 31 მაისს N24 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ბაირონი-ბარათაშვილი“. VIIგ კლასის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ამავე კლასის დამრიგებელმა, თამთა კამკამიძემ სასიამოვნო საღამო აჩუქა მაყურებელს. 
skola24.ge№24   საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა   ოლიმპიადა „ევერესტი“–ში (ქართული და მათემატიკა) აქტიური მონაწილეობა მიიღეს. გამოვლენილი  ფინალისტები,  ოლიმპიადამ  სიგელებით დააჯილდოვა, რომელიც სკოლის დირექტორმა ბატონმა გია მურღულიამ გადასცა, მიულოცა წარმატებები  და მადლობაც გადაუხადა.
skola24.ge№24    საჯარო სკოლის  სააქტო  დარბაზში,   2013  წლის  24  მაისს ,   II-ბ  კლასის  მოსწავლეთა  მონაწილეობით (კლ.ხელ:  ეკა ფირცხალავა),თეატრალური წარმოდგენა  გაიმართა . ღონისძიების თემა იყო  : „სიკეთე და მეგობრობა „ .  მოსწავლეები  დიდი მონდომებით წარდგნენ  მაყურებლის  წინაშე  სპექტაკლით: – „ ექიმი  თხუნელა“.    წარმოდგენას ესწრებოდნენ:   სკოლის დირექტორი – გ. მურღულია, აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი – თ. ტყეშელაშვილი, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.  წარმოდგენამ  წარმატებით  ჩაიარა და პატარა მსახიობების  მონდომებამ  მაყურებლის  დიდი სიმპატია დაიმსახურა.
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?